ნინო შაბურიშვილის ფილმის პროექტი “სიჩუმის ქაოსი” Biennale College Cinema-ს პროექტების სიაშია

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Biennale College Cinema იმ პროექტების სიას აქვეყნებს, რომელთა წარმოებასაც 200 000 ევროს ოდენობით დააფინანსებს.

იტალიის, მექსიკისა და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად, 4 რჩეულ პროექტს შორისაა ნინო შაბურიშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი “სიჩუმის ქაოსი”.

Biennale College Cinema ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების პლატფორმაა, რომელიც წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. იგი ხელს უწყობს ახლად აღმოჩენილ ტალანტებს, იმუშაონ დარგის წამყვან პროფესიონალებთან, გაიღრმაონ ცოდნა და შეიძინონ ახალი კონტაქტები.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ნინო შაბურიშვილი მიმდინარე წლის იანვარში ვენეციაში, Biennale College Cinema-ს რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

“სიჩუმის ქაოსი” ფსიქოლოგიური დრამაა. ფილმის გადაღებები აპრილში საქართველოშია დაგეგმილი, მსოფლიო პრემიერა კი სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები