იტალიურად ითარგმნა და გამოიცა გიორგი ლობჟანიძის „სიზმრის ნანგრევებში“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის – Giuliano Ladolfi Editore s.r.l.-ის მიერ გამოიცა გიორგი ლობჟანიძის „სიზმრის ნანგრევებში“.
მთარგმნელი: ნუნუ გელაძე
წიგნის შესახებ: „და აი, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს, არავის არ ამტყუნებს, არავისა და არაფერსა. ცხოვრება ის არის, რაც არის, ადამიანებიც ისეთნი არიან, როგორიც უნდა იყვნენ. ოღონდ თვითონ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ალალი, ისეთი მიამიტი, სიყვარულს რო ვერ გაფრთხილებოდა. სიყვარული ჰო ბუნების მიერია, ყვავილივით ამოდის, ყვავილივით გაიფურჩქნება და გაფრთხილება უნდა ყვავილივითა. სიფაქიზეა, სიწმინდეა, სილამაზე ჰო არის და არის, ოღონდ მთავარი მაინც სისათუთეა და უნდა იცოდე, როგორ მოუარო სისათუთესა. უნდა იცოდე. ძალაც უნდა. ძალაც უნდა შეგწევდეს. დაჰკარგავ როცა, მაშინღა შეიგნებ და სევდაც იქვეა, სევდაი იგი გაუნელებელი, სევდაი პოეტისა. სევდას მოჰყოლია უბრწყინვალესი ქმნილებანი ლირიკისა.“ – ოთარ ჩხეიძე