ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Mta Publications-ს მიერ გამოიცა აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“.
მთარგმნელი: მაია ყიასაშვილი
ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: “მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.” წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.