პრაღაში ლელა გაბურის წიგნების „ფითრის ბილიკზე“ და „ჩიტების ანბანი“ პრეზენტაცია გაიმართა
2023 წლის 10 იანვარს, პრაღას ესტუმრა ქართველი პოეტი და საბავშვო მწერალი ლელა გაბური, რომელმაც საქართველოს საელჩოში გამართა წიგნების „ფითრის ბილიკზე“ და „ჩიტების ანბანი“ პრეზენტაცია. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ჩეხეთში.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დროს, ქალბატონმა ლელა გაბურმა წარადგინა წიგნები და ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე.