მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც წლის განმავლობაში უამრავ სიხარულს გვანიჭებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო გულშემატკივართა გამოკითხვა, რის მიხედვითაც გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში.

მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაზე წარდგენილია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ხოლო მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. აგრეთვე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო იპონებს შორის გამოარჩია ბექა ღვინიაშვილის იპონი უნგრეთის გრან სლემზე. საუკეთესო მომენტებს შორის კი ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს მომენტი.

ხმის მისაცემად საჭიროა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე საკუთარ ანგარიშში შესვლა და იქ შესაბამის ნომინაციაში ხმის მიცემა.

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში შეიძლება. გულშემატკივართა გამოკითხვა 31 იანვრამდე გასტანს. გამარჯვებულებს პარიზის გრან სლემზე 5 თებერვალს გამოაცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები