ირმა ხეცურიანმა 2023 წლის პირველი ტურნირი და წლის პირველი ოქრო მოიგო
ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ხმალში ნახევარფინალში უნგრელი მეზო დაამარცხა ანგარიშით 15:4, ფინალურ ასპარეზობაში იტალიელ პასკუიონოს მოუგო ანგარიშით 15:11 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე ხეცურიანმა ვერცხლის მედალიც მოიპოვა.
ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიაშვილი ხმალში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.