კახეთი New York Times-ის წლის მთავარ სამოგზაურო რუბრიკაში
New York Times-მა კახეთი 2023 წელს მოსანახულებელი საუკეთესო ადგილების სიაში შეიყვანა.
„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე” – ასე აღწერს გამოცემა ქართული მეღვინეობის 8000 წლიან ტრადიციასა და ქვევრის ღვინოზე წერს და მოგზაურებს ლამაზი ბუნების, განსაკუთრებული საკვების, კულტურისა და საინტერესო თავგადასავლებისთვის კახეთის მონახულებას ურჩევს.