ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოდან ფრენები განაახლა
aviaa.ge-ს ინფორმაციით, ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo -მ საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, თბილისი-შარმ-ელ-შეიხი-თბილისის საჰაერო ხაზზე 31 დეკემბრიდან კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებს.
ავიაკომპანია რეისებს ყოველ კვირა დღეს ასრულებს. თბილისი-შარმ-ელ-შეიხის რეისი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით 09:35 საათზეა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:35 საათზე სრულდება.
ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისიდან ფრენებს შარმ-ელ-შეიხის და ჰურგადას მიმართულებით ახორციელებდა.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც მგზავრებს დაბალ ტარიფიან მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.