ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების ვორქშოფი გაიმართა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, უკვე მერვედ გაიმართა ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების ვორქშოფი.

ვორქშოპის მონაწილეებმა ანიმაციური ფილმების პროექტები წარუდგინეს პროდიუსერ ოლივიე კატერინსა და “საქანიმას” დამფუძნებელ მარიამ კანდელაკს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებული პროექტები ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის კომისიამ გამოავლინა:

მარიამ ქორთუა პროექტით “მაყურებლები” (ჯილდო – ფონტევროს ერთთვიანი რეზიდენცია);

ია გაბუნია პროექტით “სად გაქრა დედამიწა” (ჯილდო – ანსის კინოფესტივალის აკრედიტაცია);

ბარბარე ქორთუა პროექტით “მუზეუმი” ( ჯილდო – ანიმაციური პროექტების განვითარების საერთაშორისო პლატფორმის აკრედიტაცია (CEE Animation).

ვორქშოფის ორგანიზატორია საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“. პარტნიორები: ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, კინოცენტრი „ქართული ფილმი-აფხაზეთი”, სტუდია “კვალი XXI” და პროგრამა “გადაიღე საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები