უნგრეთის ეროვნულ თეატრში ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” დადგა

2023 წლის 7 იანვარს უნგრეთის ეროვნულ თეატრში ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის “კავკასიური ცარცის წრე”  (ბ. ბრეხტი) პრემიერა გაიმართა.

ქართველი რეჟისორის მიერ სპექტაკლის სცენების საინტერესო გადაწყვეტამ, ისევე როგორც უნგრეთის ეროვნული თეატრის  დასის საშემსრულებლო ხელოვნებამ მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

სპექტაკლს უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე,   საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში უნგრეთის მოქმედი და ყოფილი ელჩები ანა შიკო და ვიქტორია ჰორვატი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები