თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდი ვენეციის არქიტექტურის მეთვრამეტე ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს წარადგენს

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდი ვენეციის არქიტექტურის მეთვრამეტე ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს წარადგენს.

მათი პროექტი “იანვარი, თებერვალი, მარტი” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია.

„“იანვარი, თებერვალი, მარტი” დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. თვითნაბადი სიცოცხლის – ენერგიის, მისი ათვისების, განაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს – ენერგიის პოლიტიკას; ამ პოლიტიკის დროებითობასა თუ მუდმივობას საერთო ისტორიულ რეალობაში. მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, პროექტი სიმბოლურად ფოკუსირდება წყალსაცავებზე, მათ გაჩენაზე და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე. ნამუშევრის მთავარი იდეა კვლევის პროცესში ნაპოვნი არტეფაქტებით არის შთაგონებული. მისი მცდელობა ადგილის მეხსიერების პრიმიტიული არქეტიპების მეშვეობით რეკონსტრუქციაა – ქალაქი, ქუჩა, სახლი, ეკლესია… დამშრალი მდინარეების გარშემო ჩამოყალიბებული ცოცხალი და უსიცოცხლო ლანდშაფტების თანაკვეთა მეტაფორულად უკავშირდება დალექილი შლამის მასალისგან ჩამოყალიბებულ, ჩაძირულ აბსტრაქტულ ფორმას”, – ნათქვამია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პროექტის ავტორი:

გიგი შუკაკიძე

ოთარ ნემსაძე

თინათინ გურგენიძე

  • საავტორო ჯგუფის წევრები:

გიორგი ვარდიაშვილი

ალექსი სოსელია

სტეფანო ტორნიერი-პოლა

ლადო ყანდაშვილი

გიორგი ქართველიშვილი

ელენე ფასური

ტატო კოტეტიშვილი

  • კომისარი:

მაგდა გურული

  • ფოტოს ავტორი: ტობიას შმიტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები