მექსიკაში ლევან თუთბერიძის ფილმი “სამურაი დასვენების ჟამს” დაჯილდოვდა

მექსიკაში, ვერაკრუსის მსოფლიო ფილმების ფესტივალზე, ლევან თუთბერიძის ფილმი “სამურაი დასვენების ჟამს” დაჯილდოვდა.

ფილმის მაღალმხატვრული ღირებულება აღინიშნა ჟიურის მიერ და ასევე, ფილმს გადაეცა ჯილდო საუკეთესო მხატვრობისთვის (თემურ ხმალაძე, ანა კალატოზიშვილი).

“სამურაი დასვენების ჟამს” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

“სამურაი დასვენების ჟამს” სოციალური დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის 24 საათში განვითარებულ ისტორიას გვიყვება.

სცენარი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის, ფილმის ოპერატორია მინდია ესაძე, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ნინო კასრაძე, თემიკო ჭიჭინაძე, დავით გოცირიძე, ზუკა პაპუაშვილი, ნატალია ყულოშვილი, ზაზა მაღალაშვილი და ანდრო ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები