ხელოვნების სასახლეს ქართველი ბიბლიოფილის დამიანე ალანიას უნიკალური არქივის ნაწილი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის დამიანე ალანიას ვაჟი ბატონი ნუგზარი ესტუმრა  და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს მამის უნიკალური არქივის ნაწილი გადასცა.

ეს არქივი შეიცავს გამორჩეულ რარიტეტებს, მათ შორისაა: ტიციან ტაბიძის 5 ხელნაწერი, აქედან ერთი ლექსი დღემდე გამოუქვეყნებელია, იეთიმ გურჯის 1921 წელს დაწერილი ლექსი-ავტოგრაფი. არაერთი ფოტო, გაზეთი თუ წიგნი…

“ჩვენთვის ამ კოლექციის მიღებასთან ერთად ორმაგი ბედნიერებაა ის ნდობა, რომელსაც სულ უფრო ხშირად იჩენენ  თანამემამულეები ჩვენი ინსტიტუციისადმი… ეს უნიკალური არქივი დამიანე ალანიას კოლექციის სახით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ხელოვნების სასახლის საგანძურში”, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები