საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, 4-5 იანვარს სალონიკში საბერძნეთის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. გუნდი მარტი-აპრილის თვეში ლიეტუვას, შვეიცარიას და უნგრეთს დაუპირისპირდება.
ახლა გუნდი შეკრებაზე იმყოფება, ხოლო 3 იანვარს სალონიკში გაემგზავრება და მზადებას იქ განაგრძობს.
მატჩების განრიგი:
4 იანვარი, 18:30 საათი (ადგილობრივი დროით), “MIKRA 3” არენა;
5 იანვარი, 18:30 საათი (ადგილობრივი დროით), “MIKRA 3” არენა.
მისამართი: Terma Neas Krinis GR 55132- KALAMARIA / THESSALONIKI