ალმათიში დასრულდა მსოფლიო პირველობაზე სწრაფ ჭადრაკში

ალმათიში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე სწრაფ ჭადრაკში ბელა ხოტენაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა.

პრაქტიკულად წელიწადნახევრიანი საჭადრაკო შესვენების შემდეგ ბელა  ბოლომდე იბრძოდა საპრიზო სამეულში მოსახვედრად და საბოლოოდ 11-დან 7,5 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და X-XXIII გაინაწილეს: ნინო ბაციაშვილმა, ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ.

საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლებით მეათე ადგილზე ნინო ბაციაშვილი გავიდა. რომ არა ბოლო ტურში განცდილი დასანანი მარცხი, ნინო საპრიზო სამეულში გადიოდა.

ჩემპიონატის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმა შემდეგნაირად იასპარეზეს: ლელა ჯავახიშვილი -5,5 ქულა; სოფიკო ტერეელაძე – 5 ქულა; სოფიო გვეტაძე – 4,5 ქულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები