ყაზახეთში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

დღეიდან  ყაზახეთში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ასპარეზობაზე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ყველა ვერსიით მაგნუს კარლსენი, სხვადასხვა წლებში მსოფლიოს ჩემპიონები სხვადასხვა საჭადრაკო ვერსიებში: ჰიკარუ ნაკამურა, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტუანეტა სტეფანოვა და სხვები…

შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში 3 დღეს – 26; 27 და 28 დეკემბერს გასტანს, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში მონაწილეები ერთმანეთს 29-30 დეკემბერს შეეჯიბრებიან.

საქართველოს ღირსებას  საჭადრაკო სამყაროში, ყველაზე  პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ასპარეზობაზე დაიცავენ:

ქალთა შორის:

1.ნანა ძაგნიძე (2416)

2.მერი არაბიძე (2404)

3.ბელა ხოტენაშვილი (2385)

4.ნინო ბაციაშვილი  (2365)

5.ლელა ჯავახიშვილი (2364)

6.სოფიო გვეტაძე (2245)

7.სოფიო ტერელაძე (2100)

ვაჟები:

1.ბაადურ ჯობავა (2688)

2.გიგა ყუფარაძე (2538)

3.ლევან ფანცულაია (2522)#

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები