არსენ ონიკაშვილის ფერეიდნულ – ქართული ლექსიკური მასალები
არსენ ონიკაშვილმა 17 წლის წინ ფერეიდნულ – ქართული ლექსიკური მასალების შეგროვება დაიწყო. ვინაიდან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია ამა თუ იმ სოფლის დიალექტი, არსენი სხვადასხვა სოფელში ხვდებოდა უხუცესებს და იწერდა იმ უნიკალურ ლექსიკურ ერთეულებს რომელთა დიდი ნაწილი დღეს უკვე მივიწყებული და დაკარგულია. როგორც არსენ ონიკაშვილი აცხადებს, მისი მიზანია მოიძიოს, შეინახოს და გადაარჩინოს უნიკალური ლექსიკური მასალა და ფერეიდნელთა შორის გავრცელებული უძველესი ანდაზები.
შეგახსენებთ, რომ ფერეიდნული დიალექტის ფუძე-კილო გახლავთ კახური და ინგილოური. შესაბამისად მასში შემონახულია მე-17 საუკუნის კახურ-ინგილოურისათვის დამახასიათებელი ენობრივი თავისებურებები. ასევე საყურადღებოა ამ დიალექტის მსგავსება ჩვენში გავრცელებულ მთის დიალექტებსა და ჰერეთში შემონახულ ინგილოურ დიალექტთან.
დღემდე არაერთი კვლევა ჩატარებულა ფერიდნული დიალექტის შესასწავლად, გამოცემულია რამდენიმე ლექსიკონი. იმედი გვაქვს, რომ არსებულ ლექსიკურ ფონდს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს არსენ ონიკაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება და არაერთ უნიკალურ ლექსიკურ ერთეულს შემოგვინახავს.
- თვალი: თოლი
- წარბი: წარბი
- წამწამი: წამწამი
- ლამაზი: დახატული
- ნაწნავი: ჭაპანი
- დაწნა: დაჭაპნა
- პატარძალი: ახანძალი (ახალრძალი)
- ყვავილი: ყოვილი
- ხილი: ხილი
- ბროწეული: ბრეწევლი
- ვაშლი: ვაშლი
- საზამთრო: ზამთრევლი
- მწვანილი: წონევლი
- უყურებს: უჭრეტს
- ლაპარაკობს: ამბობს
- იქნება: იქნების
- დათვალა: დათოლა
- ათვალიერებს: ათორიალებს
- პატარა: ბაიტა
- დიდი: დიდი
- ბაბუა: პაპა
- ბებია: დიდიდა (დიდედა)
- ძველი: ძეელი
- ახალი: ახალი
- მოვიდა: მოიდა
- წავიდა : წაიდა
- წამოიღო: წამაიღო
- ამოიღო: ამაიღო
- გვექნება: გოქნების
- გავს::: (ჲ)იგავ, ჰგავ
- უხდება: ჰშენის
- კატა: ციცა
- ცხვარი: ცხორი
- ძროხა: ფური
- თხა: თხა
- თიკანი: ციკანი
- თიბვა: თიბვა
- ნამგალი: ლამგალი
- ხელი: ჴელი
- ფეხი: ფეჴი
- მუხლი:მუჴლი
- ფეხსაცმელი: ფეჴსამოსი
- სხვა: სხო
- ლევანის მთვარე: ლევანას თორე
- ჩვენი რძალი: ჩონ ზალი
- თქვენი დეიდა: ქენ დედია
- ჩვენ: ჩონ
- თქვენ: ქენ
- შემოვედი: შამუელ
- შემოხვედი: შამოხელ
- შემოვიდა: შამოიდა
- მაქვს: მაქ
- გაქვს: გაქ
- გვაქვს: გოქ
- გაქვთ: გაყე
- გვინდა: გუნდა
- გინდათ: გინდაყე
- გესმით: გესმისყე
- სოხუმიდან: სოხუმსაყე
- ბიჭისთვის: ბიჭსათი
- სოფელში: სოფელჩი
- ეზოში: ოზოჩი
- აქ: ექა. ექ
- იქ: ანქა
- ჩადი: ჩა ქოვით, ჩადი ქოვით
- ამოდი: ამო ზევით, ამოდი ზევით
- გენაცვალე: გენაცლო
- გაუმარჯოს: გომარჯოს
- გამოვართვი: გამუართი
- გამოართვი: გამართი
- დამასწავლე: დამასწავლე
- დაგვასწავლე: დოგოსწავლე
- სწორი: წორი
- წყნარად: წყრანად
- ძლიერ: ძრიალ
- არის: არი
- რა არის: რარი, რაირი
- რას აკეთებ: რას იქ
- რას აშენებ: რას აკეთებ
- როდის მოხვალ: როს მოხოლ
- ვინ: მინ
- რამდენი: რაგდენი
- ხახვი: ხახი
- სულ ყველა: სუყელა
- ყველაფერი: სუ რამე
- ქართულენოვანი: ქართველი
- დაუწერია: დოწერია
- წამოუღია: წომოღია
- გაუშვი: გოოში
- ნათქვამი: ნათქომი
- აქედან:ექითყე
- იქიდან: ანქითყე
- ჩვენთვის: ჩონთი
- ახლავე: ელეხლა
- შემოვიდა: შამოიდა
- შემოიტანა: შამაიტანა
- დილა: დილობა
- მთა: თა
- ძვალი: ძოლი
- ხორცი: ჴორცი
- მწვადი: წოდი
- შეიწვა: შაიწო
- მოიხარშა: მაიხარშა
- იწვება: იწების
- ღვინო: ღინო
- მზარეული: ზორევლი
- მოუმზადებია: მოომზადებია
- გემრიელი: გემრიალი
- ტკბილი: ტკბილი
- მწარე: წარე
- მლაშე: ლაშე
- მჟავე: ჟავე
- მწვანილი: წონევლი
- ყურძენი: ყურზენი
- მოხნა: მოჴნა
- დათესა: დათესა
- ჭაობი: ჭავრობი
- პირუტყვი: პირიტყი
- იტყვის: იტყის
- უთქვამს : უთქომ
- ნათქვამი: ნათქომი
- სოფლიდან: სოფელსაყე
- აღმართი: პირაღმათი
- დაღმართი: თავქე
- ხვალ: ხუვალ
- ზეგ: ხუვალზევით
- გათენდება: გათენდების
- დაღამდება: დაღამდების
- შენთვის: შენთი
- როდის: როს
- რამდენი: რაგდენი
- წყნარი: წყრანი
- ნელა: წყრაან
- დათვი: დათი
- მგელი: გელი
- გველი: ცურავი
- ყორანი: ყორანი
- მწყერი: წყერი
- კაჭკაჭი: კაჭკაჭი
- ჩვენთვის: ჩონთი
- ახლავე: ელეხლა
- შემოვიდა: შამოიდა
- შემოიტანა: შამაიტანა
წყარო: ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში