ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის “ლოტოს” მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის “ლოტოს” მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმს საკონკურსო სექციაში (Big Screen Competition) აჩვენებენ.

“ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. ფილმის დასრულების პროცესში მონაწილეობა მიიღეს თამთა ხალვაშმა, გიორგი შველიძემ და ლევან კუხაშვილმა.

“ლოტო” საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქციაა და შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წლიდან ტარდება. ყოველწლიურად იგი საავტორო კინოს არაერთ გამორჩეულ ნამუშევარს სთავაზობს მაყურებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები