კინოფესტივალზე “ევრაზია” ლევან კოღუაშვილს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

ყაზახეთში, კინოფესტივალზე “ევრაზია”, ლევან კოღუაშვილს გადაეცა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის “მეოთხე ბრაიტონი”.

ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ – ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები