ტატო გრიგალაშვილი იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულია
ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.
დღეს, 22 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს იერუსალიმის მასტერსზე მედლების მოპოვებას შვიდი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.