საფრანგეთის ელჩმა კავკასიის ფრანგული სკოლის 2022 წლის სკოლადამთავრებულებს ატესტატები გადასცა

2022 წლის 19 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა შერაზ გაასრიმ კავკასიის ფრანგული სკოლის 2022 წლის სკოლადამთავრებულებს ატესტატები გადასცა.

2022 წლის გამოშვებამ ბრწყინვალე შედეგები აჩვენა, ვინაიდან 22 მოსწავლიდან ყველამ წარმატებით ჩააბარა სკოლის დამამთავრებელი გამოცდა, მათგან 86%-მა სპეციალური აღნიშვნით.

„ღიმილისა და ემოციის გარეშე არ ჩაუვლია ამ დღეს თბილისში, არც პარიზში, აწ უკვე სტუდენტებისთვის, რომლებმაც ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლეს.

მადლობა სკოლის გუნდსა და მშობლებს, ბრავო 12 გოგონასა და 10 ვაჟს : ანასტასიას, ასიას, დანიელს, დავიდს, ირინას, იანს, კესანეს, ქეთევანს, ლინას, ლიზის, ლუკას, მაკს, მარინას, მარვანს, მატეოს, მაქსიმს, ნიკოლოზს, ნინას, ნინოს, სანდრას, შოთას”, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები