ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანია!

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) როგორც მოსალოდნელი იყო ჩემპიონობა სამივე დისციპლინაში იზეიმა.

ტალახაძემ ატაცში   208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

კოლუმბიაში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც წარმატებას მიაღწია.

დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ნაკრები მოპოვებული 528 ქულით ვიცეჩემპიონად გამოცხადდა და შესაბამისი თასითაც დაჯილდოვდა.

მოპოვებული 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით ნაკრებმა მესამე გუნდური ადგილი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები