მასარიკის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ჩეხეთ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 14 დეკემბერს, მასარიკის უნივერსიტეტის ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის კაბინეტში, ქართველი მოქანდაკის გურამ ნიკოლაძის მიერ ბრინჯაოში შესრულებული შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის.  ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები