ევროპული სკოლის დელეგაციამ აზერბაიჯანში „ექსპერიმენტული სწავლების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2022 წლის 9 -11 დეკემბერს, აზერბაიჯანის ევროპულმა სკოლამ „ექსპერიმენტული სწავლების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენცია პროფესიული განვითარების, საქმიანი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლეოდა. ევროპული სკოლის დელეგაციამ, რომელსაც სკოლის დირექტორი სოფიო ბაზაძე ხელმძღვანელობდა, რამდენიმე ვორქშოფი ჩაატარა, ჩვენმა დელეგატებმა გამოცდილება გაუზიარეს და ექსპერიმენტული სწავლების საკუთარი ხედვა შესთავაზეს კონფერენციის დამსწრეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს ევროპული სკოლა აზერბაიჯანის ევროპულ სკოლასა და ყაზახეთის ნაზარბაევის ინტელექტუალურ სკოლებთან ერთად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლების ასოციაციის (CCAAIBWS) დამფუძნებელი არის.