ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა წარმატებით იასპარეზა

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე,  96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 კგ. დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 190/195 კილოგრამს გაართვა და აქაც მესამე საფეხურზეა, ორჭიდში მოგროვილი 355 კილოგრამით კი მეორე ადგილი დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები