ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა წარმატებით იასპარეზა
ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 კგ. დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 190/195 კილოგრამს გაართვა და აქაც მესამე საფეხურზეა, ორჭიდში მოგროვილი 355 კილოგრამით კი მეორე ადგილი დაიმსახურა.