ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა

FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-მ 2022 წელს ბოლოჯერ განაახლა რეიტინგები. ორლეანსა და ვანკუვერში მოასპარეზე სამივე ქართველმა მოფარიკავემ საკუთარი ქულათა მარაგი გაზარდა.

სანდრო ბაზაძემ გრან-პრიზე ფინალი, რეიტინგის ლიდერთან დათმო და შესაბამისად მეორე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მომდევნო სპორტსმენებთან ქულათა სხვაობა გაზარდა.

ლიკა ჯიჯეიშვილმა,  გრან-პრიზე 16 საუკეთესოთა შორის მოხვედრით, სერიოზული პროგრესი განიცადა და რეიტინგში 38 საფეხურით წინ, 53-ე ადგილზე  გადაინაცვლა.

არინა კორნეევამ მსოფლიო თასის ძირითად ბადეში მოხვედრით 14 პოზიციით დაწინაურდა და  111-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები