ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმში ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

7 დეკემბერს, ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმში “MoLI – Museum of Literature Ireland”, საქართველოს  ახალგაზრდა ელჩთან, კარლო კოვზანაძესთან თანაორგანიზებით, ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ირლანდიის პარლამენტისა და მთავრობის წევრები და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ირლანდიური გამომცემლობა “Dedalus Press”-სთან და “Literature Ireland”-თან თანამშრომლობითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით, სამ ენაზე – ქართულად, ირლანდიურად და ინგლისურად გამოიცა. წიგნი მიეძღვნა საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს, აქვს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ირლანდიის პრეზიდენტის, მაიკლ ჰიგგინსის წინასიტყვაობა და, ამასთანავე, მასში შესულია ირლანდიის პრეზიდენტის ლექსებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები