ინფორმაცია ისრაელში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ
საქართველოს საელჩო ისრაელში ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს:
„პირებმა, ვისაც მიღებული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და სურთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, ან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენება, უნდა მოგვმართონ ისრაელში საქართველოს საელჩოს და წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
კანონმდებლობით, მომართვის ბოლო ვადად დადგენილია 30 დეკემბერი.
იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ დროულად ჩააბაროს დოკუმენტები, საკონსულო სამსახურში მოქალაქეობის საკითხებზე მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერის გარეშე 16 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10 საათიდან 13 საათამდე და 14 საათიდან 17 საათამდე.
- წარსადგენი დოკუმენტაცია:
1) ფოტო სურათი 3/4;
2) შევსებული განცხადება ანკეტა;
3) ისრაელის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი;
4) სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისი მოწმობა, აპოსტილით დამოწმებული და თარგმნილი ქართულ ენაზე. თარგმანიც ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს აპოსტილის წესით“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.