ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ისპანის ტორფნარზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი სივრცეების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს ვიზიტორთა ცენტრი, მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება. ასევე, გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები