საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეროვნული ნაკრები შეჯიბრში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 7 დეკემბრიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნულ ჩემპიონატს ძალოსნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ კოლუმბიაში იწყება ბრძოლა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის.

გაგაცნობთ ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგს საქართველოს დროის მიხედვით:

  • 7 დეკემბერი 20:30 სთ. 🇬🇪 გოდერძი ბერდელიძე – (61 კგ.)
  • 8 დეკემბერი 01:30 სთ. 🇬🇪 შოთა მიშველიძე – (61 კგ.)
  • 8 დეკემბერი 23:00 სთ. 🇬🇪 გურამ გიორბელიძე – (67 კგ.)
  • 9 დეკემბერი 23:00 სთ. 🇬🇪 კახი ასანიძე – (73 კგ.)
  • 12 დეკემბერი 04:00 სთ. 🇬🇪 რევაზ დავითაძე – (89 კგ.)
  • 12 დეკემბერი 23:00 სთ. 🇬🇪 ირაკლი გობეჯიშვილი – (96 კგ.)
  • 14 დეკემბერი 04:00 სთ. 🇬🇪 ირაკლი ჩხეიძე – (102 კგ.)
  • 16 დეკემბერი 04:00 სთ. 🇬🇪 გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე – (109 კგ.)
  • 17 დეკემბერი 01:30 სთ. 🇬🇪 ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები