მოლდოვაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც მოლდოვას ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო: ტრადიციული კერძები, ღვინო და ბროშურები საქართველოს შესახებ.
ღონისძიება გაიმართა მოლდოვას ქალთა საერთაშორისო კლუბის, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით.