საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან ერთად, საქართველოს შესახებ საჯარო ლექცია გამართა
3 დეკემბერს, ტოკიოს მიმდებარედ განლაგებულ ქალაქ შიროის მუნიციპალიტეტის მოწვევით საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან – დავით გოგინაშვილთან ერთად, საქართველოს შესახებ საჯარო ლექცია გამართა.
ლექციას 200-ზე მეტი მსმენელი დაესწრო, რომელთა შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა, სხვა პრეფექტურებიდან საგანგებოდ ჩამოსული მოქალაქეებიც იყვნენ.
საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიას, კულტურას, იაპონიასთან ორმხრივ ურთიერთობებს და ზოგადად იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ლექციის პარალელურად ქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო საქართველოს კუთხე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული იაპონურ ენოვანი წიგნები და სხვა მასალა იყო გამოფენილი.