ირმა ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია
ეტლით ფარიკაობაში, ვარშავის კონტინენტის პირველობაზე, ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ხეცურიანმა ნახევარფინალში ბრძოლა მოუგო უკრაინელ ოლგა იესინას ანგარიშით 15:2, ფინალში კი იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა 15:3 და ოქროს მედალი აიღო.
ამავე ტურნირზე ასპარეზობისას, ნინა თიბილაშვილმა მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.
თიბილაშვილმა რაპირით ბრძოლაში მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაამარცხა უნგრელი ამარელა ვერესი ანგარიშით 15:3 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.