იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით ღონისძიება „Conoscere la Georgia“ გაიმართა
2022 წლის 27 ნოემბერს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ შეხვედრა გამართა კასტელანა გროტეს მერთან დომი ჩილიბერტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეზიდენტ მაურიციო ტომასოსთან.
შეხვედრის შემდეგ, იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – „Conoscere la Georgia“.
ღონისძიების ფარგლებში, ახლად დაარსებულმა ტურისტულმა სააგენტომ „L’oro Degli Argonauti“ მოაწყო ქართველი იუველირების ხელნაკეთი სამკაულებისა და საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალების გამოფენა, ასევე გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ.