17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა, ერევანში, რუდოლფ  კარაპეტიანის  ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველ ჭაბუკთაგან, სოსო მეფარიშვილი (80 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. მათე ცინაძემ (45 კგ), გეგი ონიანმა (48 კგ), ვანო ნარიმანიძემ (71 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილმა (80 კგ), დაჩი პაპინაშვილმა (92 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები