3 წლიანი პანდემიის შემდეგ თბილისის ბრაზილიური ფილმების ფესტივალი დაბრუნდა
2022 წლის 14 ნოემბერს, კინოს სახლში განახლებული, რიგით მეშვიდე კინოფესტივალი დაიწყო. წელს ბრაზილიის საელჩომ ფესტივალის გაფართოება გადაწყვიტა და მეტი კულტურული მრავალფეროვნებისთვის, ბრაზილიურ ფილმებთან ერთად წარმოადგინა არგენტინელი რეჟისორის, ხუან ხოსე კამპანელას ფილმი „საიდუმლო შენს თვალებში“, რომელმაც 2010 წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარიც კი მიიღო.
ფესტივალი ბრაზილიური სათავგადასავლო მძაფრსიუჟეტიანი ფილმით „შინგუ“ გაიხსნა. ფილმის რეჟისორია კაო ჰამბურგერი. ფილმი მოგვითრხრობს სამი ძმის თავგადასავლის შესახებ მას შემდეგ, რაც ისინი მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, ჟეტულიო ვარგასის „დასავლეთისაკენ მარშის“ პერიოდში, რონკადორ-შინგუს ექსპედიციას შეუერთდებიან ცენტრალური ბრაზილიის მოთვინიერების მიზნით.
ფესტივალი 5 -დღიანი იყო და 18 ნოემბერს არგენტინული ფილმით დაიხურა.