კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში საოპერო კოსტიუმების ჩვენება მოეწყობა

19 ნოემბერს , 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში  მხატვარ ნეიკო ნეიძის 20 წლის მანძილზე შექმნილი საოპერო კოსტიუმების ჩვენება მოეწყობა. კოსტიუმებს აუდიტორიას წარუდგენენ კონსერვატორიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ჩვენება გაიმართება კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტის – გიორგი კობერიძის ორიგინალური კომპოზიციების თანხლებით.

ჩვენების პარალელურად, დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინება საოპერო სტუდიის არსებობის 70 წლის მანძილზე მოღვაწე მხატვრების კოსტიუმების ესკიზები და დეკორაციები, რომელთა ხილვაც გამოფენის სტუმრებს საოპერო სტუდიის კონცერტმაისტერის – პიანისტ რატი გვალიას მუსიკალური შესრულების ფონზე შეეძლებათ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. (გამოფენა დიდი დარბაზის ფოიეში საიუბილეო ღონისძიებათა სერიის დასრულებამდე დარჩება).

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები