21 ნოემბერს ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის – „დათესე ხორბალი, უკრაინა” პრეზენტაცია გაიმართება

მწერალთა სახლის ინფორმაციით, 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის – „დათესე ხორბალი, უკრაინა” პრეზენტაცია გაიმართება.

კრებული გამოიცა გერმანიაში, გამომცემლობა „კლაკ ფერლაგის“ მიერ.

ანთოლოგიაში თავმოყრილია ცნობილი ქართველი და უკრაინელი პოეტების ლექსები.

პოეტები ამ ლექსებით უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურებიან და მეგობარ უკრაინელ პოეტებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.

ღონისძიებას წიგნის მთარგმნელი საბინე შიფნერი და მთარგმნელი და წიგნის შემდგენელი ბელა ჩეკურიშვილი დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები