ანასტასია გუბანოვა ბრინჯაოს მედლის მფლობელია

დიდი ბრიტანეთის  ქალაქ  შეფილდში  დასრულდა  გრან-პრის  სერიის  მეოთხე  ეტაპი  ფიგურულ  ციგურაობაში, რომელშიც საქართველოს  გუნდი ასეთი  წარმომადგენლობითი  შემადგენლობით პირველად გამოდიოდა.

ტურნირზე 14  ქვეყნის 58  სპორტსმენი  მონაწილეობდა. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში  ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრის  სარეიტინგო ნუსხაში შედეგების  შესაბამისი  ქულების მოპოვება შეძლეს. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

10  ქვეყნის 12 მონაწილე  ქალს  შორის  ანასტასია  გუბანოვა გახდა  მესამე  ადგილისა  და  ბრინჯაოს მედლის  მფლობელი, რაც გრან-პრის  ეტაპების  სერიებში უდავოდ  დიდი  წარმატებაა  ქართული გუნდისათვის.  მისი  ტექნიკურად კარგ  ხარისხში  შესრულებული და  დახვეწილი პროგრამები ობიექტურად შეფასდა და  საპრიზო  სამეულში მან დამსახურებულად  დაიკავა  მე-3  ადგილი.

ანასტასია მეტელკინამ და  დანილ პარკმანმა მე-4 პოზიციით  დაასრულეს  ეს  ეტაპი  და 9  სარეიტინგო  ქულა მოიპოვეს, მოცეკვავე  წყვილმა მარია  კაზაკოვა  და  გიორგი რევიამ მე-6 ადგილით 5  სარეიტინგო  ქულა  შესძინეს   საფრანგეთის  ეტაპზე  მოპოვებულ შედეგს. მორის  ყვითელაშვილის მიერ  მოკლე პროგრამაში  დაშვებულმა  შეცდომებმა  არ მისცეს მას  საშუალება  კონკურენცია  გაეწია  საპრიზო  ადგილებზე  მოასპარეზე  სპორტსმენებისათვის, ამიტომ  მან  მხოლოდ  სამი სარეიტინგო  ქულა შესძინა  მის  აქტივს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები