აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა კატო ჯავახიშვილის „იავნანა კაცებისთვის“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Alatoran Publishing-ის მიერ გამოიცა კატო ჯავახიშვილის „იავნანა კაცებისთვის“.
მთარგმნელი: იმირ მამედლი.
ესაა კატო ჯავახიშვილის მეხუთე პოეტური კრებული. წიგნს რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის, წინათქმა ერთვის, სადაც იგი ამბობს: “ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს. არათავმოყვარემ და არაპოეტმა – მით უმეტეს. არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის. ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა.”