სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებულია

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია – ალჟირში გათამაშებული მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

ქართველმა  ხმლით მოფარიკავემ ეგვიპტელ, იტალიელ, ფრანგ და კორეელ მოწინააღმდეგეებს ექვსი შეხვედრა მოუგო, ფინალში კი 15-13 დაამარცხა იტალიელი ლუიჯი სამელე და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მეოთხედ მოახერხა მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მოპოვება.

ამას გარდა, წელს ბაზაძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები