ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს. ინფოტური ავიაკომპანია “AirBaltic”-ის თანაორგანიზებით იმართება.

ტურის ფარგლებში ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

სკანდინავიური ტურისტული კომპანიების 16 წარმომადგენელი თბილისს, თელავს, წინანდალს, ალავერდსა და ახმეტას ეწვია. ტუროპერატორები ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს გაეცნენ, სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კერძების მასტერკლასი.

ინფოტურის მიზანია სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და მაღალმხარჯველიან ვიზიტორთა მოზიდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები