გიორგი ჯანჯღავა თურქ კინოდოკუმენტალისტებს შეხვდა

2022 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქ კინოდმენტალისტებთან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ,,TRT” და არხის დაკვეთით, ახორციელებენ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ისაუბრეს ახლო მომავლისთვის, საელჩოს ჩართულობით დაგეგმილ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, კერძოდ, კინოდოკუმენტალისტები, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ახლო მომავალში გაემგზავრებიან საქართველოში, ,,TRT”-ს დაკვეთით, დოკუმენტური ფილმის  ,,ერთი ძალოსანის მსოფლიო თავგადასავალი“ მორიგი სერიების გადასაღებად.

„აღნიშნულ ფილმში, ავტორები თურქეთის მრავალმილიონიან მაყურებელს გააცნობენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას – ხრიდოლს, ასევე, ქართული ეროვნული სპორტის სახეობას – ლელობურთს, ზოგადად, ქართულ სპორტულ ტრადიციებს,  საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ლანდშაფტს.

საელჩო მოხარულია, რომ დღითი დღე იზრდება თურქული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების ინტერესი საქართველოსადმი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარია”, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები