„CATHAY Hong Kong International Wine & Spirits Competition 2022“-ზე კომპანია „რთველისმა“ კიდევ ერთი დიდი წარმატებას მიაღწია

ჰონკონგში გამართულ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე „CATHAY Hong Kong International Wine & Spirits Competition 2022“ კომპანია „რთველისმა“ კიდევ ერთი დიდი წარმატებას მიაღწია.

როგორც არაერთ საერთაშორისო კონკურსზე, გამოფენასა თუ დეგუსტაციაზე, დაჯილდოებულ ღვინოებს შორის „რთველისის“ ღვინოებიც მოხვდა.

– საფერავი ქვევრი – ვერცხლის მედალი 🏆

– ქინძმარაული – ვერცხლის მედალი 🏆

– მუკუზანი – ბრინჯაოს მედალი 🏆

„რთველისი“ ქართული ღვინის კომპანიაა, რომელიც მეგობრებმა 2019 წელს დაარსეს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. კომპანიამ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განაახლა და სწორედ ამ მარანში მზადდება დღეს „რთველისის“ ქვევრის ღვინო.

კომპანია აწარმოებს ისეთ მაღალხარისხოვან ღვინოებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ქვევრის ტრადიციული ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი და ჭაჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები