პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს იასპარეზებს

საქართველოს პარალიმპური კომიტეტის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. ალ აინში პარასროლაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (3-18 ნოემბერი) ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული 10 მეტრიან დისციპლინაში 8 ნოემბერს დაიწყებს ასპარეზობას.

აღნიშნულ ტურნირში 54 ქვეყანა და 271 პარამსროლელი მონაწილეობს.

ალ აინის მსოფლიო ჩემპიონატი 18 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები