ლილიანა გიორგობიანმა პირველი გამარჯვება იზეიმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში
6 ნოემბრიდან თურქეთში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 08;10;12;14;16 და 18 წწ.
ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 18 წარმატებული მოზარდი დაიცავს.
საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ:
- U08 – ლილი გიორგობიანი, გიორგი წულაია
- U10 – ნეტა ქედელიძე, გაბრიელ გაბადაძე, ანდრია ქრისტესიაშვილი;
- U12 – კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, ანასტასია ზარქუა, დათა ყალაბეგაშვილი;
- U14 – ანასტასია კირთაძე, მართა ცეცხლაძე, დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე;
- U16 – მარიამ სიჭინავა, ნიკოლოზ დარსაძე, დავით გოცირიძე;
- U18 – ნია დონღვანი, რუსუდან მაღლაკელიძე
ლილიანა გიორგობიანმა პირველი გამარჯვება იზეიმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!