ლიდერი კომპანია -“პინექსი“ ტვირთის მიწოდებას ყველაზე სწრაფად, კომფორტულად და საუკეთესო ფასად გთავაზობთ

სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების კომპანია „პინექსი“, რომელიც  ქართულ-ჩინური პროექტია, მომხმარებელს ბაზარზე გამოჩენის დღიდან,  ტვირთის მიწოდების ყველაზე სწრაფ და კომფორტულ მომსახურებასთან  ერთად, საუკეთესო ფასს სთავაზობს.

„ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და შესაბამისად, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესს სექტორის განვითარების თვალსაზრისით  ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთთან სტაბილურ ტვირთბრუნვას უდიდესი როლი აქვს, აღნიშნული საქმიანობის უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები. ამ მიმართულებით, კი კომპანია “პინექსი” ბაზრის უპირობო ლიდერია და მისი საქმიანობა ერთგვარი სავაჭრო ხიდია საქართველოსა და ჩინეთს შორის. ჩვენი  მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება, განვითარების ხელშეწყობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში იმპორტიორების ზრდაა.“ – აღნიშნავს პინესქის დამფუძნებელი ლიკა კერესელიძე.

კომპანია პინექსმა შექმნა თანამედროვე, სწრაფი და ხელმისაწვდომი პლატფორმა , რომელიც ჩინეთ საქართველოს შორის, ტვირთბრუნვას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე მომსახურების მაღალი ხარისხით და დაბალი  ტარიფებით უზრუნველყოფს.

კომპანიის საქმიანობის სფერო ორ ძირითად მიმართულებას: საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს მოიცავს. მეორე მხრივ, „პინექსი“ საბროკერო/სადილერო მომსახურებასაც ეწევა.

პინექსის ქართველი და ჩინელი აგენტები 24/7-ზე დამკვეთის სურვილის შესაბამისად მზად არიან:

 მოიძიონ საჭირო პროდუქცია

 უზრუნველყონ ხარისხისა და სალიცენზიო პირობების დაცვა

 გააფორმონ საგარანტიო დოკუმენტაცია, რაც გულისხმობს საქონლის მოძიებას, შესყიდვას, ტრანსპორტირებას, განბაჟებასა და ადგილზე მიტანას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე ყველაზე დაბალი ტარიფით ოპერირებს:

 საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ასევე  იურიდიული პირისთვის – 1კგ ტვირთის ტრანსპორტირება – 6,5$, ხოლო კორპორაციული მომხმარებლებისთვის კი -6$.

სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, ასევე  ფიზიკური და იურიდიული პირისთვის – 1მɜ ტვირთის ტრანსპორტირება – 330$

სადილერო/საბროკერო მომსახურების ტარიფი შეადგენს, გასაწევი მომსახურების მხოლოდ 2%-ს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტვირთის ტრანსპორტირების ვადები დაყვანილია შესაძლებელ მინიმუმამდე: საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში 5-7 კალენდარული დღე, სახმელეთო გადაზიდვის შემთხვევაში 18-25 კალენდარული დღე.

კომპანია პინექსი ბაზარზე უკვე გამოირჩევა სანდოობის მაღალი კოეფიციენტით, მომსახურების ხარისხითა და მოქნილი პირობებით. კომპანია ფლობს, ლოგისტიკურად მნიშვნელოვან სავაჭრო რეგიონებში განლაგებულ სასაწყობე ქსელს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმოკლეს ვადებში ტვირთების ტრანსპორტირებას.

კომპანია „პინექსი“არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თანხის გადარიცხვას ახორციელებს ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საბანკო სისტემის CIPS მეშვეობით. ასევე უზრუნველყოფს ტარიფების გამჭვირვალობას და ჩაკეტვას ე.წ. გასაღების ქვეშ. კომპანიის პირადი მენეჯერი 24 საათიან რეჟიმში მზად არის მომხმარებელს დაეხმაროს მიმდინარე პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები