ლაშა შავდათუაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის შეჯიბრების მეორე  დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება.

პირველ შეხვედრაში ოქროს ქულით დაამარცხა მოლდაველი მეტოქე, შემდეგ იპონით მოუგო თურქეთის წარმომადგენელს, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა კანადელ არტურ მარგელიდონთან და რეპეშაჟში გააგრძელა გამოსვლა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს ქულით მოუგო იტალიელ მანუელ ლომბარდოს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ესპანელ სალვადორ კასე როკასთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები