5 ნოემბერს ოქტაგონზე 14 ქართველი იასპარეზებს

5 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ორთაბრძოლებს უმასპინძლებს.

Europop-ის ინფორმაციით, წლის მეოთხე ღონისძიებაზე 14 ქართველი იასპარეზებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე მოლდაველი, აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი, ირანელი და ბრაზილიელი სპორტსმენები გავლენ. 11 დაპირისპირებიდან 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, ხოლო 5 – მეინ ქარდზე, აქედან 1 ქამარზე.

რაულ თუთარაული ბრაზილიელი ობერდან ვიეირა ტენორიოს დამარცხებასა და ქამრის შენარჩუნებას ეცდება, რომელიც ადილ ბორანბაიევთან მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები